კიბერუსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორმა თანამდებობა დატოვა

კიბერუსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორმა თანამდებობა დატოვა

კიბერუსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორმა რობ ჯოისმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.  

"რობ ჯოისი თანამდებობას დატოვებს ", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ჯოისი გასულ კვირას, მისი ხელმძღვანელის ტომ ბოსერტის გადადგომის შემდეგ სამსახურიდან წავიდა. როგორც სააგენტო Reuters ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ჯოისმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. 

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლის მოადგილემ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, ნადია შედლოუმ, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემეწემ შიდა უსაფრთხოების საკითხებში ტომ ბოსერტმა თანამდებობა დატოვეს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, თანამშრომლები საკუთარი სურვილით გადადგნენ.

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

18 წუთის წინ

37 წლის ტელევარსკვლავის ახალი სუნამოს სერიაში სამი არომატი შევიდა: Kimoji Cherry, Kimoji Peach და Kimoji Vibes. ამასთან, კარდაშიანს ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავს თავისი სუნამოების რეკლამისთვის, თუმცა თაყვანისმცემლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. მის მიერ გაკეთებული...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072