25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი: მამაჩემი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი: მამაჩემი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შვილი, ლიკა ბაქრაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მამამისი ჩადენილი ფაქტის გამო უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა რა იყო ამის მიზეზი ამის დადგენას ითხოვს. 

„რა თქმა უნდა მამაჩემი დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, არანაირი გასამართლება ამ ფაქტს არ აქვს. თაკო რაც არ უნდა ჩარეულიყო მათ ურთიერთობაში, ეს არ უნდა გაეკეთებინა. მე მაინტერესებს მიზეზი, ეს რატომ გააკეთა.

ნათიას ჰკითხეთ, მე არასდროს ჩავრეულვარ მათ ურთიერთობაში, პირიქით ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი პატივი უცია. 

თაკო ნათიას და მამაჩემი ურთიერთობაში ერეოდა, არ სიამოვნებდა ერთად რომ იყვნენ. მე არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა ჩავერიე, რადგან მე და თაკო დავისაჯეთ ამის გამო. რადგან ჩვენ, ჩემს და თაკო შვილებს შეეხო ეს ყველაფერი. თაკოს შემდეგ, ყველაზე ცუდ სიტუაციაში ვარ მე.
სხვა ვინმეზე რომ გაეკეთებინა მამაჩემს ეს ყველაფერი, მე ასეთი რეაქცია არ მექნებოდა“, - განაცხადა ლიკა ბაქარაძემ ჟურნალისთებთან.

შეგახსენებთ, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მამინაცვალს ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე შეუფარდებენ. 

ვეფხია ბაქრაძეს, რომელმაც 25 წლის ქალი მოკლა ბრალის ედება სისხლის სამართლის კოდექსისი 11-109 პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ომბუდსმენი: პატიმართა შორის ძალადობა და არაფორმალური მმართველობა ციხეში გამოწვევად რჩება

ომბუდსმენი: პატიმართა შორის ძალადობა და არაფორმალური მმართველობა ციხეში გამოწვევად რჩება

2 საათის წინ

"ე.წ. ზონები, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს და არ იძლევა პატიმრების სათანადოდ მეთვალყურეობის შესაძლებლობას, არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ამ გამოწვევების,  სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, პენიტენციალურ სისტემაში განხორციელდეს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126