პირველად  საქართველოში - RC Cola ყავის არომატით უკვე გაყიდვაშია

პირველად საქართველოში - RC Cola ყავის არომატით უკვე გაყიდვაშია

"ქართული ლუდის კომპანიამ" ბაზარზე ახალი გემური თვისებების გამაგრილებელი სასმელი გამოიტანა. RC Cola ყავის არომატით უკვე გაყიდვაშია. სასმელი დახლზე 0,25 და 0,5 ლიტრიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყავის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ყავისა და Cola-ს კომბინაცია თანდათან უფრო ტრენდული ხდება. ამ ფონზე არც "ქართული ლუდის კომპანია" ჩამორჩა მოვლენებს და ბაზარზე Cola-სა და ყავის ერთობლივი ნაზავი - RC Cola ყავის არომატით წარმოადგინა.

"ქართული ლუდის კომპანიამ“ Royal Crown Cola-ს (RC Cola) ჩამოსხმა 2016 წლიდან დაიწყო და ამერიკული წარმატების 113 წლიან ისტორიას ლუდსახარშ "ზედაზენში" წარმატებით აგრძელებს. კომპანიის მენეჯმენტი RC Cola-ს გაყიდვებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ მზარდი მოთხოვნისა და ასორტიმენტის ზრდით ფონზე RC Cola-ს გაყიდვები და პოპულარულობა კიდე უფრო გაიზრდება.

RC Cola, რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უკვე გახდა.

აღსანიშვანია ის ფაქტი რომ RC Cola- ყავის გემოს   პირველად  სწორედ  საქართველოში დააგემოვნებს მომხმარებელი, თუმცა მისი გაყიდვა მსოფლიოს  70  ქვეყანაშია დაგეგმილი.

RC Cola  - კოლას გემოს მატარებელი გამაგრილებელი სასმელი გახლავთ, რომელიც 1905 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ჯორჯიაში ფარმაცევტმა კლოდ ჰაჩერმა გამოიგონა.

RC Cola მსუბუქ, მხიარულ და შუშხუნა გარემოს შეგიქმნით. მისი კლასიკური გემო საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ თავისუფლება, ისიამოვნოთ ზაფხულით და არ შეწუხდეთ სიცხით. სამომავლოდ, კლასიკურთან ერთად, სხვადასხვა გემოს RC Cola-საც შემოგთავაზებთ.

ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.4 მილიონი დოლარით გაიზარდა

ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.4 მილიონი დოლარით გაიზარდა

59 წუთის წინ

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების  94.2...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040