პროცენტიანი და უპროცენტო სესხები ბიზნესისთვის - რა უნდა ვიცოდეთ?

პროცენტიანი და უპროცენტო სესხები ბიზნესისთვის - რა უნდა ვიცოდეთ?

სწორად მიღებული გადაწყვეტილებები თქვენს საკრედიტო ისტორიაში არის ფუძემდებელი ფაქტორი, როდესაც თქვენ გჭირდებათ სესხი ბიზნესისთვის. ამ მაჩვენებელს ასევე შეუძლია გახსნას თქვენთვის სასარგებლო პარტნიორობის ან უფრო ხელსაყრელი გარიგების კარი.

თქვენ შეიძლება გქონდეთ კარგი თვისებები, რომლებიც დაგეხმარნენ მაღალი შედეგების მიღწევაში, მაგრამ რაც უფრო მაღალია შეფასება თქვენ საკრედიტო ისტორიაში, მით უფრო ძნელია მისი შენარჩუნება. კარგი რეიტინგისთვის საჭიროა სიტუაციაზე მუდმივი დაკვირვება და ინფორმაციის განახლება ანგარიშგებაში.

თქვენს საკრედიტო ისტორიას საჭიროა მიუდგეთ ისე, როგორც მთლიანობაში თქვენი ბიზნესის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს. ამ სტატიაში მომზადებულია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, თუ როგორ შეძლებთ საშუალოზე მაღლა საკრედიტო ისტორიის ქულის შენარჩუნებას.

საჭიროა გაიგოთ საკრედიტო რეიტინგების სისტემის შესახებ

მრავალ ქვეყანაში არსებობს საკრედიტო ისტორიების ბიურო. იმის მიხედვით, თუ რომელ ბანკთან გქონდათ თქვენ საქმე, ინფორმაცია თქვენი საწარმოს შესახებ შეიძლება იყოს ერთბაშად რამდენიმეში. მთლიანობაში თქვენი საკრედიტო ისტორია იქნება შემდგარი სხვადასხვა ბიუროში მდებარე ფრაგმენტებისგან. ერთის მხრივ - ეს არ არის ძალიან მოსახერხებელი - ინფორმაციის ნაწილ-ნაწილ შეგროვება, ხოლო მეორეს მხრივ, კრედიტორს ან მიმწოდებელს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა ყველა ბიუროსთან და მიიღოს მხოლოდ ინფორმაციის ნაწილი თქვენს შესახებ. მისთვის ეს იქნება თქვენი მთლიანი საკრედიტო ისტორია და მან შეიძლება ვერ გაიგოს ამ საკრედიტო ისტორიდან გამომდინარე თქვენი უარყოფითი ქმედებების შესახებ, რომლებიც შეიძლება გაგაჩნდეთ.

თუმცა საჭიროა გვესმოდეს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ კრედიტორს ან მიმწოდებელს შეუძლია მოითხოვოს მთელი ინფორმაცია თქვენს შესახებ და დამოუკიდებლად შეგაფასოთ თქვენ, როგორც კონტრაგენტი. ამიტომ, უკეთესია იქონიოთ და შეინარჩუნოთ დადებითი საკრედიტო ისტორია. შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს თქვენი ყველაზე მთავარი მაჩვენებელი მათთვის, ვისზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული თქვენი ბიზნესი.

თუ სხვადასხვა ბანკი აგზავნის ინფორმაციას თავისი მსესხებლების შესახებ სხვადასხვა ბიუროში, მაშინ უნდა აირჩიოთ ის კრედიტორი, რომელიც გააგზავნის მონაცემებს სწორედ იმ ორგანიზაციაში, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ამ ორგანიზაციების ნუსხა არც თუ ისე იშვიათად იცვლება, და აქტუალურის ნახვა ყოველთვის შეიძლება კონკრეტული ქვეყნის ცენტრალური ბანკის საიტზე. როგორც წესი, ბიუროები დაყოფილია რეგიონების მიხედვით და, შესაბამისად, მონაცემი თქვენს შესახებ იქნება თქვენი რეგიონის ორგანიზაციაში.

არ მოგერიდოთ რეგულარულად მოითხოვოთ ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ. თუმცა გახსოვდეთ, საკრედიტო ისტორიის თავად მოთხოვნა იქნება ასახული ბაზაში და ამიტომ, მომავალ კრედიტორს შეიძლება ეგონოს, რომ ხშირი მოთხოვნები მოწმობენ იმის შესახებ, რომ თქვენ გსურდათ სესხის ან კრედიტის აღება. ხოლო ასეთი ხშირი მცდელობები დააქვეითებენ თქვენს ქულას. ამიტომ გირჩევთ რეგულარულად, მაგრამ ძალიან ხშირად არა, დაინტერესდეთ თქვენი მონაცემებით. ხოლო ახალი სესხის აღების სურვილის შემთხვევაში, სასურველია ეწვით სესხის შედარებების სანდო საიტს, მაგალითისთვის Fulex.ge -ს, რომელზეც დეტალურადაა აღწერილი თითოეული მიკროსაფინანსო კომპანიის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია და მოცემულია საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი სია.

თუ გჭირდებათ სესხი ბიზნესისთვის - უნდა გაგაჩნდეთ საკმარისი ბრუნვა

დადებითი საკრედიტო ისტორიისაკენ გზა იწყება საქონლის ყიდვიდან, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანგარიშის დროული გადახდა. თქვენს ანგარიშზე სახსრების თითქმის ყველა მიმოქცევა შეიძლება იყოს ასახული თქვენს საკრედიტო ანგარიშგებაში. თქვენ თავად უნდა იყოთ დაინტერესებული იმით, რომ მსგავსი ინფორმაცია რაც შეიძლება მალე ხვდებოდეს საკრედიტო ისტორიების ბიუროში. შესაძლოა ეს თქვენ გარკვეულ თანხად დაგიჯდეთ, მაგრამ გვერწმუნეთ, ასეთი სიტუაცია მალე "თქვენზე მუშაობას" დაიწყებს. ზოგიერთ ბიუროში თქვენ შეძლებთ მოაწესრიგოთ ავტომატური გამგზავნი ინფორმაციის გადახდების შესახებ, რაც, უდავოდ, ძალიან მოსახერხებელია. იფიქრეთ თქვენს მომავალზე ახლა, ხოლო შემდგომ, როდესაც ბიზნესისთვის საჭირო იქნება კრედიტი - თქვენ გექნებათ უპირატესობა. დაელაპარაკეთ ამის შესახებ თქვენს პარტნიორებს, იქნება ძალიან სასარგებლო თქვენთვის და მათთვის, თუ ისინი ასევე გაგზავნიან მონაცემებს საკრედიტო ისტორიების ბიუროში.

რა თქმა უნდა, კარგად მუშაობს მცირე კრედიტის აღების ხერხი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში უპროცენტოა. თუ თქვენს ბიუჯეტზე ნეგატიურად არ იმოქმედებს ის, რომ თქვენ გადაწყვეტთ სესხის ან მცირე კრედიტის აღებას. სესხის დროულად გადახდა უდაოდ აამაღლებს თქვენს საკრედიტო რეიტინგს. მთავარია, რა თქმა უნდა, სესხის გადახდების დროულად შესრულება და მისი კეთილსინდისიერად დახურვა. გადახდების ეს ისტორია დადებითად აისახება თქვენზე, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ უფრო დიდი სესხი თქვენი ბიზნესისთვის.

გამოასწორეთ შეცდომები ანგარიშებში და მოხსენებებში

თუ გსურთ თქვენი ბიზნესის სწორი აწყობა - შეამოწმეთ თქვენი ორგანიზაცია. დარწმუნდით, რომ თქვენს შტატში სტანდარტული კლასიფიკაციის მიხედვით ადამიანების სწორი რაოდენობაა, რომ თითოეულ თანამშრომელს აქვს დღის სწორი განრიგი და ხელფასი. ყურადღებით შეისწავლეთ ანგარიშები და საგადასახადო დოკუმენტები, რათა დროულად გამოასწოროთ შეცდომები მათი არსებობის შემთხვევაში. ჩაატარეთ შემოწმება, მინიმუმ ერთხელ კვარტალში.

საკრედიტო ისტორიაში შეცდომის გამოვლენისას, დიდი ალბათობით, მოგიწევთ დაჟინებით მოთხოვნა საკრედიტო ისტორიების ბიუროში გამოკვლევის დაწყების თაობაზე, რათა პრობლემა მოგვარდეს. მაგალითად, თუ მიმწოდებელი შეცდომით ამტკიცებდა, რომ თქვენ დააგვიანეთ გადახდები,ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიუროში თქვენ მოგცემენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ თქვენი პარტნიორებისგან სახელდობრ რომელმა შეიტანა საჩივარი, რათა დაადგინოთ ვისი შეცდომა იყო ეს.

შეინარჩუნეთ თქვენი შედეგი

საკრედიტო ქულის მაღალ დონეზე შენარჩუნება - ეს არის კარგი ფინანსური ჩვეულებების საქმე. ყოველთვის განახორციელეთ გადახდები დროულად, რეგულარულად ადევნეთ თვალყური თქვენს საკრედიტო ისტორიას და ანგარიშებზე შეინარჩუნეთ საკრედიტო ლიმიტზე მეტი ნაშთი. საკრედიტო ანგარიშგების მაღალმა შეფასებამ შეიძლება მოგცეთ მნიშვნელოვანი იმპულსი, როდესაც თქვენ გჭირდებათ სესხები ბიზნესისთვის ან გსურთ ააწყოთ სანდო პარტნიორული ურთიერთობები. ასე რომ, ეს ნამდვილად ღირს იმ დროისა და ძალისხმევის ფასად, რომელსაც თქვენ დახარჯავთ საკრედიტო შეფასების შენარჩუნებისთვის.

სტატია ქვეყნდება სარეკლამო წესით.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

3 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126