NYT-მა და WP-მ პულიცერის პრემია აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე მომზადებული მასალისთვის მიიღეს

NYT-მა და WP-მ პულიცერის პრემია აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე მომზადებული მასალისთვის მიიღეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პულიცერის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს. პრესტიჟული ჯილდო ჟურნალისტიკის, ლიტერატურისა და მუსიკის სფეროში გაიცა. პულიცერის პრემიით ასევე დაჯილდოვდნენ გამოცემა The New York Times-ისა და The Washington Post -ის ჟურნალისტები. მათ მიერ მომზადებული მასალა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ინტერვენციას ეხებოდა. 

ორგანიზატორების განმარტებით, მასალები კარგად არის დოკუმენტირებული, საზოგადოების ინტერესებს აკმაყოფილებს, ასევე კარგად არის წარმოდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა, არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია, ტრამპის გარდამავალი გუნდი და მისი ადმინისტრაცია.

საერთო ჯამში, გამარჯვებულად 20 სტატია დასახელდა. მასალები მოიცავს 2017 წლის დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდს.
The New York Times- თან ერთად, ასევე დაჯილდოვდა გამოცემა The New Yorker-ი.
გამოცემის ჟურნალისტს პულიცერის პრემია პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის შესახებ მომზადებული სტატიისთვის გადაეცა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

სააგენტო Reuters პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში "ხელოვნების ფოტოგრაფია" და "საერთაშორისო რეპორტაჟი".
პირველ შემთხვევაში, გამოვლენილია მიანმარელი ლტოლვილების შესახებ გადაღებული ფოტოსურათი.
ასევე, ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტესა და მისი ანტი-ნარკოპოლიტიკული კამპანიის შესახებ სტატიამ გაიმარჯვა.
პრემია კატეგორიაში "ახალი ამბები ფოტო" რაიან კელიმ მიიღო, რომელიც The Daily Progress-ს წარმოადგენს. ფოტო შარლოტსვილში მომხდარ მოვლენებს და დემონსტრანტებს ასახავს.

პრიზი ნომინაციაში "დრამა" მწერალმა მარტინ მაიომ მიიღო ნამუშევრისთვის "სიცოცხლის ფასად", ნომინაციაში "მუსიკა" - რეპერმა ქენდრიკ ლამარმა გაიმარჯვა ალბომით- DAMN.

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

3 საათის წინ

თვალებახვეულ აკრობატს თავისი პარტნიორი ხელით ეჭირა და სხვადასხვა ნომრებს ასრულებდა. თუმცა, მოულოდნელად, აკრობატი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა, სადაც იმპროვიზირებული ცეცხლი ენთო. გოგონა წამოდგა და თქვა, რომ ის ნომერს კვლავ გაიმეორებდა, მაგრამ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126