თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს წარმატება უსურვა და სიტყვით მიმართვისას ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.

მე-20 კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართა და ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
 

ფოფხაძე: სოცქსელში რომ გავრცელდეს, მართლმადიდებლობაზე უარი ვთქვი, კითხვები უნდა დამისვათ?!

ფოფხაძე: სოცქსელში რომ გავრცელდეს, მართლმადიდებლობაზე უარი ვთქვი, კითხვები უნდა დამისვათ?!

2 წუთის წინ

როგორც მან "აიპრესს" უთხრა, პირიქით გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაზე მუშაობს.  "სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ხომ არ უნდა ისარგებლოთ?! უნდა ისარგებლოთ იმ ინფორმაციით, რომელიც მედიას მივაწოდე მთელი დღის განმავლობაში...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126