ნათია გობაძე: ჩემი ყოფილი მეუღლის მისამართით შემაკავებელი ორდერი სამჯერაა  გაცემული

ნათია გობაძე: ჩემი ყოფილი მეუღლის მისამართით შემაკავებელი ორდერი სამჯერაა გაცემული

თაკო გამრეკელაშვილის დედის, ნათია გობაძის განცხადებით, ვეფხია ბაქრაძის მხრიდან, ფსიქიკური და ფიზიკური ზეწოლის გამო, სამართალდამცვლებს რამდენჯერმე მიმართა, აქედან სამ შემთხვევაში, ყოფილი მეუღლის მისამართით, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.  

."პირველად, ორი შემაკავებელი ორდერი 2015 წლამდე გამოიწერა, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ქობულეთში ჩამომაკითხა და ფიზიკურად გამისწორდა. ბოლო, მესამე კი იმ დღისით, როდესაც ასე მხეცურად გაუსწორდა ჩემ შვილს,“ - განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას ნათია გობაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.
 
აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

2 საათის წინ

ფესტივალი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს, უფასო მუნიციპალურ საზაფხულო დასასვენებელ ადგილას გაიმართა, რომელიც აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინიციატივით მოეწყო. ფესტივალში...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126