კახიძე: პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი სხვა სიბრტყეში გადაიტანოს

კახიძე: პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი სხვა სიბრტყეში გადაიტანოს

,,პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში’’ - ასე პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე.

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას ახდენს თავად მარგველაშვილი, როდესაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორის თუ მოძალადის შეწყალებას,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვლის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ დეპუტატების კრიტიკას პასუხობს:

"დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კოთხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება-განაცხადა აბაშიშვილმა", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

თაკო ჩარკვიანი: მე პატრია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პატრია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

1 წუთის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126