კალაძე: უკეთესი თბილისისთვის შეიძლება მშენებლობები შევაჩეროთ, ხეები გადავრგოთ, მოვჭრათ

კალაძე: უკეთესი თბილისისთვის შეიძლება მშენებლობები შევაჩეროთ, ხეები გადავრგოთ, მოვჭრათ

„როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება. შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა, თუნდაც ხეების მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“,  - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი. 

აქ მოეწყობა ორდონიანი კვანძი - გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას.

ასეთი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანების კომფორტი, მოქალაქეების ურბანული საჭიროებები მოწესრიგებული იყოს ქალაქში. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, ჩვენ ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე... 50 წლის წინ რამდენიმე მანქანა დადიოდა ქუჩაში, შესაბამისად გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძის მშენებლობით არსებულ სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა იმისთვის, რომ საცობების პრობლემა იქნას მოგვარებული ქალაქში.

როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება. შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა, თუნდაც ხეების მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

აბაშამ ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალს, "ლეგენდა მარტვილზე" უმასპინძლა

2 საათის წინ

ფესტივალი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან, მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს, უფასო მუნიციპალურ საზაფხულო დასასვენებელ ადგილას გაიმართა, რომელიც აბაშის მერის ლევან მაკალათიას ინიციატივით მოეწყო. ფესტივალში...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126