სირიის ავიაბაზაზე სავარაუდო იერიშის მიტანის გამო, ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება

სირიის ავიაბაზაზე სავარაუდო იერიშის მიტანის გამო, ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება

ირანი, სირიის ბაზაზე სავარაუდო იერიშის მიტანის გამო, საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბაჰრამ ჰასემი აცხადებს.

"თელ-ავივი დაისჯება მისი აგრესიული ქმედებების გამო. ოკუპაციის რეჟიმი ადრე თუ გვიან მიიღებს პასუხს თავის ქმედებებზე", - აცხადებს მინისტრი.

17 აპრილის ღამეს სირიის ქალაქ ჰომსის შაირათის ავიაბაზა სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა. პენტაგონმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ამ რეგიონში აშშ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებს.

სირიელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ ამ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, ვინაიდან რაკეტები სირიის საჰაერო ზონაში ლიბანის მხრიდან შევიდა.

დონალდ ტრამპი: ყალბ მედიას რუსეთთან კონფრონტაცია და ომი სურს

დონალდ ტრამპი: ყალბ მედიას რუსეთთან კონფრონტაცია და ომი სურს

23 წუთის წინ

„ყალბ მედიას რუსეთთან სერიოზული კონფრონტაცია ძალიან სურს. ასეთმა დაპირისპირებამ, შესაძლოა ომი გამოიწვიოს“,-დაწერა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერის შეფასებით, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესებას...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126