ნათია გობაძე: ბავშვებს დედის სისხლით ჰქონდათ ხელები დაფარული, სამუდამო უნდა მიესაჯოს!

ნათია გობაძე: ბავშვებს დედის სისხლით ჰქონდათ ხელები დაფარული, სამუდამო უნდა მიესაჯოს!

24 წლის თაკო გამრეკელაშვილის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ოჯახი მოითხოვს დაკავებულ ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯოს.

"როგორც ჩემი შვილი წავიდა სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, ისევე უნდა დაისაჯოს მისი მკვლელიც. რომელ წლებზეა აქ საუბარი, სამუდამოდ უნდა იჯდეს ციხეში. და საეროდაც, ისეთ დამნაშავეებს, როგორიც ეგ არის არ ვიცი რა სასჯელი შეიძლება შეეფერებოდეს. ადამიანს, რომელმაც დედას შვილების თვალწინ გამოჭრა ყელი და ბავშვებს დედის სისხლით ჰქონდათ ხელები და ტანსაცმელი დაფარული,“ - განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას გარდაცვლილის დედამ, ნათია გობაძემ. 

მისივე თქმით, ბავშვების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათ ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებათ.

"ბავშვებს ვერ ჩამოვიყვან აქ, არ მინდა ასეთი დაინახონ უკანასკნელად დედა. მინდა, ისეთი ლამაზი და ლაღი ახსოვდეთ, როგორიც იყო. ფსიქოლოგის დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. ხან რომ თამაშობენ, გაირინდებიან უცბათ, გაჩუმდებიან, ალბათ ის კადრები წარმოუდგებათ ხოლმე თვალწინ. ეს მათთვის უმძიმესი მომენტია ცხოვრების,“ - აღნიშნა ნათია გობაძემ.

გამრეკელაშვილს მშობლიურ სოფელ სანიორეში ხუთშაბათს დაკრძალავენ.

ომბუდსმენი: პატიმართა შორის ძალადობა და არაფორმალური მმართველობა ციხეში გამოწვევად რჩება

ომბუდსმენი: პატიმართა შორის ძალადობა და არაფორმალური მმართველობა ციხეში გამოწვევად რჩება

2 საათის წინ

"ე.წ. ზონები, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს და არ იძლევა პატიმრების სათანადოდ მეთვალყურეობის შესაძლებლობას, არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ამ გამოწვევების,  სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, პენიტენციალურ სისტემაში განხორციელდეს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126