სირიაში, დამასკოსთან ავიაიერიშები განხორციელდა

სირიაში, დამასკოსთან ავიაიერიშები განხორციელდა

სირიაში დამასკოს მახლობლად, დუმაირის ავიაბაზაზე სარაკეტო იერიშები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდობით ავრცელებს.

Al Masdar-ის წყაროს თანახმად, დუმაირის ავიაბაზაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან, რომლებიც ამბოხებულ ძალებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ამავე დროს, გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

მანამდე, სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იტყობინებოდა, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის ცნობით, სარაკეტო იერიშები ჰომსის მიმართულებით შაირათის ავიაბაზაზე განხორციელდა. სირიელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ საჰაერო ბაზა ისრაელმა დაბომბა, რადგან სირიაში ლიბანის მხრიდან სამხედრო თვითმფრინავი შევიდა.
შაირატის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას პენტაგონში გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით, აშშ სირიის ამ რეგიონში სამხედრო ოპერაციას არ ატარებს.

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

12 წუთის წინ

37 წლის ტელევარსკვლავის ახალი სუნამოს სერიაში სამი არომატი შევიდა: Kimoji Cherry, Kimoji Peach და Kimoji Vibes. ამასთან, კარდაშიანს ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავს თავისი სუნამოების რეკლამისთვის, თუმცა თაყვანისმცემლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. მის მიერ გაკეთებული...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072