G7 რუსეთისგან სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის დაუყოვნებლივ გაცემას მოითხოვს

G7 რუსეთისგან სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის დაუყოვნებლივ გაცემას მოითხოვს

"დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც სოლსბერში, ГРУ-ს ყოფილ თანამშრომელს სერგეი სკრიპალისა და მის შვილს იულია სკრიპალის საქმეს ეხება. განცხადება კანადის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული

"ჩვენ, "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების - კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული ერების, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთ პოზიციაზე ვდგავართ და ვთანხმდებით, რომ ყველაზე მკაცრად ის თავდასხმა უნდა შევაფასოთ, რომელიც სერგეი და იულია სკრიპალებზე განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ლონდონი ლონდონმა G7-ის წევრ ქვეყნებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ამ მოვლენის შესახებ.

"ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით დიდი ბრიტანეთის შეფასებას იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას, რომელიც სოლსბერში მომხდარს უკავშირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

8 წუთის წინ

ესტონელი სამხედროების განცხადებით, ინციდენტი 16 ივლისს მოხდა. თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაახლოებით წუთი იმყოფებოდნენ. აღნიშნული შემთხვევის გამო, ესტონეთმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. "დღეს საგარეო საქმეთა...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052