კახიშვილი: ყოფილა შემთხვევები, რომ განსაკუთრებული რისკის შემცველ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებიც შეუწყალებიათ

კახიშვილი: ყოფილა შემთხვევები, რომ განსაკუთრებული რისკის შემცველ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებიც შეუწყალებიათ

ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა, "პირველი არხის" გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად", განაცხადა. 

"ყოფილა შემთხვევები, როდესაც, სამწუხაროდ, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან, სადაც თქვენ იცით, რომ დავიწყეთ რისკის შესაბამისად პატიმრების შეფასებები და განსაკუთრებული რისკის, არის დაწესებულება, სადაც კანონში წერია პირდაპირ, რომ იქ თუ ადამიანი მოხვდება, მის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი საერთოდ აღარ განიხილება, იმიტომ რომ განსაკუთრებული რისკია და ამ დაწესებულებიდანაც შეუწყალებიათ ისეთი პატიმრები, რომლებსაც ჰქონდათ მოქმედი დასჯები და ჩემთვისაც ეს იყო გასაოცარი", - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

კახიშვილი აღნიშნავს, რომ ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს იმ ინფორმაციას, რასაც პენიტენციური დეპარტამენტი მსჯავრდებულების შესახებ აწვდის. 

"სიმათლე გითხრათ, არ მინდა ამ თემაზე საუბარი და არც ვაპირებდი, მაგრამ გეტვით ერთ რამეს, რომ ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა, რომ თუნდაც ამ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას, ან პრეზიდენტის შეწყალების კომისიას გაეთვალისწინებინა კონკრეტულად პენიტენციური დეპარტამენტიდან გაგზავნილი ინფორმაციები ამა თუ იმ სჯავრდებულის მოქცევასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ იმას, რომ ყოფილა შემთხვევები და ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, როდესაც პირდაპირ გაგზავნილი იყო კონკრეტულად ინფორმაცია შეწყალების კომისიაში, რომ ამა და ამ მსჯავრდებულმა, 11-ჯერ დაარღვია დისციპლინა, 18-ჯერ აქვს დისციპლინური სახდელი დაკისრებული. 2 მოქმედი დასჯა აქვს და ასეთი ადამიანები შეუწყალებიათ და პირდაპირ გაუთავისუფლებიათ", - განაცხადა კახიშვილმა. 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემა დროებით შეწყდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან 25 წლის გოგოს მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კომისიამ მან ბრალდებულის, მოკლული გოგოს მამინაცლვის სრული გათავისუფლების თაობაზე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა სასჯელი მხოლოდ გაანახევრა. 

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167