კახიშვილი: მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას, რომ ეს საკითხები დავხვეწოთ

კახიშვილი: მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას, რომ ეს საკითხები დავხვეწოთ

ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "ქატუალურ თემაში" გააცხადა. 

"ჩვენ ყოველთვიურად ვიხილავთ ძალიან ბევრი ადამიანის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხებს, ასევე უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხებს. ბუნებრივია თუ ჩვენ ადრესატი არ მოგვმართავს და არ გვკითხავს აზრს, ან თუ არ მოგვთხოვენ, რომ გთხოვთ გვაცნობოთ ამ და ამ პიროვნების მიმართ იყო თუ არა განხილული საკითხები პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ და რა შედეგით დასრულდა ბუნებრივია ასეთ პასუხს მათ ავტომატურად ვერ გავუგზავნით. ნამდვილად არ გვაქვს სრული ინფორმაცია, რამდენი და კონკრეტულად და ვის საქმეებს იხილავს შეწყალების კომისია. ბუნებრივია მხოლოდ მომართვიანობის შემთხვევაში ხდება ინფორმაციის მიწოდება. 

შეწყალების კომისია ჩვენგან ითხოვს პირადი საქმეებიდან, იმ ამონარიდებიდან, რომელიც დაკავშირებულია სასჯელთან და მისი მოხდის პერიოდში მოქცევასთან და რომელიც დაკავშირებულია ფსიქოლოგთან ინტერვიუს საკითხებზე. კარგი იქნება თუ შეწყალების კომისიაც დანერგავს ზეპირ მოსმენებს. მე მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტს და მის შეწყალების ადმინისტრაციას, რომ ეს საკითხები უფრო მეტად დავხვეწოთ.

ერთი მხრივ უარი თქვა პირობით ადრე გათავისუფლებაზე, ეს იქნება შეცდომა. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ ის აღიარებს და გამოირიცხება ის გარემოებები, რომ ის კვლავ ჩაიდენს დანაშაულს შესაძლებელია ის იყოს გათავისუფლებული, ან გამოყენებული იყოს რაიმე ტიპის შეღავათი მის მიმართ გამოყენებული და მეორე მხრივ უნდა იყოს ის მექანიზმები, რომელიც მეტნაკლებად მეტ გარანტიას მოგცემს, რომ ეს ადამიანი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში კვლავ არ ჩაიდენს დანაშაულს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212