მაია ცირამუა: დღეს, ამ ქვეყანაში, ძალადობის მსხვერპლი ადამიანების დაცვას, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ

მაია ცირამუა: დღეს, ამ ქვეყანაში, ძალადობის მსხვერპლი ადამიანების დაცვას, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ

ამის შესახებ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, ტელეკომპაია „იბერიას“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში, საქართველოში არსებულ კრიმინალურ დონეზე საუბრისას განაცხადა. 

"ძალადობის და აგრესიის მუხტი ქვეყანაში ძალიან აწეულია. საკმარისია ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, მნიშვნელოვანი იქნება თუ უმნიშვნელო, ყოველთვის ხდება ძალადობის საწინდარი. თუ სოციალურ ქსელებს გადაავლებთ თვალს, ეს პირდაპირ ხელის გულზე დევს. სოციალური მედია ძალიან კარგად აჩვენებს, როგორ არის მომატებული ეს აგრესიის მუხტი ქვეყანაში და განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ლინჩის მდგომარობაში შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოება, თუ კანონები არ იქნება შესაბამისი. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ფემიციდის საკითხს. ვგულისხმობ, ნებისიერ ადამიანს, რომელმაც იცის იმის შესახებ, რომ ქალზე ან ბავშვზე, ან ვინმეზე ძალადობენ, უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, რომ ხმა აიმაღლოს. ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებთ დავიცვათ ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ამ ქვეყანაში. არ გვაქვს შესაბამისი რეგულაციები", - განაცხადა მაია ცირამუამ. 

სარალიძე: სუბელიანის შვილის მიმართ არც ხულიგნობის, არც ორგანიზატორობის მუხლით საქმე არ მიმდინარეობს

სარალიძე: სუბელიანის შვილის მიმართ არც ხულიგნობის, არც ორგანიზატორობის მუხლით საქმე არ მიმდინარეობს

20 წამის წინ

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დღემდე არ არის დადგენილი რა მიწერა და რა უთხრა მირზა სუბელიანის შვილმა ა.ს-მ ნათესავებს, რასაც შემდეგ მოყვა ინციდენტი.  მისივე თქმით, მის ა.ს-ს მიმართ დღემდე არ არის არანაირი ბრალი წარდგენილი.  „მირზა სუბელიანი...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167