ანა მიქაძე ჩიკვაიძე: მე მომწონს საბანკო ინსტიტუტი და ბანკების კმაყოფილი კლიენტი ვარ

ანა მიქაძე ჩიკვაიძე: მე მომწონს საბანკო ინსტიტუტი და ბანკების კმაყოფილი კლიენტი ვარ

ამის შესახებ მეყველეთა გილდიის თავმჯდომარემ ანა მიქაძე ჩიკვაიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა. 

"მე ალბათ კარგად არ გამოვჩნდები ასეთი ვნებების ფონზე, მაგრამ მე კმაყოფილი კლიენტი ვარ. მე მომწონს საბანკო ინსტიტუტი. მომწონს ის, რომ თავისუფალი ფული შემიძლია ავიღო ბანკიდან და გამოვიყენო ის ბიზნესი იქნება, შვილების განათლება თუ სხვა. თუ ამის გასტუმრების საშუალება მაქვს. მეც აკლებული ვარ ბატონო გოგი [წულაია] დღეში მომდის 100 მესიჯი. ცოტა მომემატა ხელფასი, საიდანღაც გაიგო ეს ბანკმა და ყოველდღე მომდის მესიჯები, რომ აიღე 1700, აიღე 1500. მჭირდება, სიამოვნებით წავალ და ხვალვე ავიღებ იმ შემოთავაზებულ 1500 ლარს. 

ძალიან ნერვებს ვუშლი ბანკირებს, რადგან ყველაფერს ვკითხულობ. წვრილად დაწერილ რაღაცებსაც. საათობით შემიძლია ვიჯდე და ვიკითხო. თხოვნა მაქვს ბანკთან, ჩემი თანასოფლელი რომ მიდის ბანკში და წარმოდგენა არ აქვს რას აწერს ხელს, ბანკში დახვდეს განსწავლული ოფიცერი, რომელიც მოერგება მის საჭიროებებს და განუმარტოს მას", - განაცხადა ანა მიქაძე ჩიკვაძემ. 

სარალიძე: ჩემი შვილის მეგობარმა დაარტყა დანა მღვდლის შვილს, ეს პროკურორმა დამიდასტურა

სარალიძე: ჩემი შვილის მეგობარმა დაარტყა დანა მღვდლის შვილს, ეს პროკურორმა დამიდასტურა

3 წუთის წინ

"ვიცი, რომ ჩემი შვილის ერთ-ერთ მეგობარს დ.ღ-ს ჰქონდა დანა, ეს საქმის პროკურორმა სატელეფონო მიმოწერაშიც დამიდასტურა. ეს არაერთმა მოწმემ გაახმაურა, რომ მღვდლის შვილს მწვანე ქურთუკიანმა დაარტყა დანა. ეს მწვანე ქურთუკიანი, დავაზუსტებინე ზვიად...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167