მაია ცირამუა: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული კვლევის შედეგები შემაშფოთებელია

მაია ცირამუა: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული კვლევის შედეგები შემაშფოთებელია

ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებლის გაზრდა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება.

ამის შესახებ ფსიქოლოგმა ტელეკომპაია „იბერიას“ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში, საქართველოში არსებულ კრიმინალურ დონეზე საუბრისას განაცხადა.

„ყოველთვის, როდესაც იზრდება დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში, ეს არის ხოლმე კავშირში და ამას ბევრი კვლევა ადასტურებს, იმ ქვეყანაში არსებულ სოციალურ, ეკონოიკურ და პოლიტიკურ ვითარებასთან. იმ გამოწვევებთან, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს ღირებულებებთან. ჩვენი საზოგადოებისათვის, რატომღაც, ტოლერანტობა არის უცხო ხილი. ჩვენ უფრო შემწყნარებლები ვართ ამ ძალადობის მიმართ. კვლევა, რომელიც ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით, ადასტურებს, რომ ყველგან არის ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენელი და მე მიმაჩნია, რომ ჩვენს მენტალობაშია, პირველ რიგში პრობლემა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა.  

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

16 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212