იაგო ხვიჩია: როგორც კი ბანკების წარმომადგენლები ზედმეტს იტყვიან პრობლემები შეექმნებათ

იაგო ხვიჩია: როგორც კი ბანკების წარმომადგენლები ზედმეტს იტყვიან პრობლემები შეექმნებათ

ამის შესახებ საბანკო სექტორის შესახებ საუბრისას "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა.

"სადაც ჩვენ ბანკი შეიძლება ვაკრიტიკოთ, არის ის ნაწილი, რომ სახელმწიფოსთან არასწორი ურთიერთობით შოულობს ფულს. საბანკო სფერო სინამდვილეში ყველაზე მეტად გვაქვს რეგულირებული. ამაზე მეტად რეგულირებული სფერო არ არსებობს და ამის მიუხედავად მარეგულირებელი ანუ სახელმწიფო პრეტენზიით გამოდის ბანკთან, რომ ის ცუდად მუშაობს და ახალი რეგულაციები უნდა დავაწესოთ. 

აი მაგალითად, საპენსიო რეფორმაზე დიდი ბანკები სიმაღლის მიხედვით ხო დამწკრივდნენ და თქვეს, რომ ფანატასტიური პროექტია ეს. სინამდვილეში ხდება ის, რომ მილიარდობით თანხა უნდა გამოართვან საქართველოს მოქალაქეებს და შეინახონ ბანკებში. ბანკებმა ეს თანხა ატრიალონ 30 წლის განმავლობაში ისე, რომ მომკითხავი არავინ არის. უბრალოდ უფლებამოსილი სუბიექტი არ არსებობს, რომელიც ბანკში მივა და ამ ფულს გამოართმევს. ამას გარდა მილიონი სხვადასხვა გადაკვეთები გვხვდება, სადაც ბანკები სარგებლობენ.

ამ დარბაზში არ არსებობს ადამიანი, ვინც ბანკებს გააკეთებს იმ რეგულირებიდან გამომდინარე, რაც არსებობს ქვეყანაში. ანუ ფაქტობრივად ბანკებს აქვთ არაკონკურენტული გარემო იმ თვალსაზრისით, რომ ახალი ბანკების შექმნის პროცესი და მერე ყოველდღიური შექმნის პროცესი იმდენად არის რეგულირებული, რომ... ბანკების დირექტორები მილიონერები არიან და აქვთ თავისუფლება საკუთრებიდან გამომდინარე. გინახავთ რომელიმე ბანკირი აკრიტიკებდეს ხელისუფლებას?! მაშინაც კი, როდესაც ფაქტობრივად ქვეყნის ღალატი დააბრალეს. ეკონომიკის შემაფერხებელი და ა. შ. ვინმემ პასუხი გასცა? ვერ გასცემენ იმიტომ რომ ეს სფერო ისეა რეგულირებული, რომ როგორც კი ზედმეტს იტყვის ბანკის წარმომადგენელი პრობლემა შეექმნება ამ პიროვნებსაც და ბანკსაც", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფოფხაძე: სოცქსელში რომ გავრცელდეს, მართლმადიდებლობაზე უარი ვთქვი, კითხვები უნდა დამისვათ?!

ფოფხაძე: სოცქსელში რომ გავრცელდეს, მართლმადიდებლობაზე უარი ვთქვი, კითხვები უნდა დამისვათ?!

1 წუთის წინ

როგორც მან "აიპრესს" უთხრა, პირიქით გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაზე მუშაობს.  "სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ხომ არ უნდა ისარგებლოთ?! უნდა ისარგებლოთ იმ ინფორმაციით, რომელიც მედიას მივაწოდე მთელი დღის განმავლობაში...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126