თეთრი სახლი: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები იგეგმება

თეთრი სახლი: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები იგეგმება

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საპასუხოდ, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელ, სარა სანდერსზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განვიხილავთ და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ", - განაცხადა სანდერსმა.

Fox News- ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს მუდმივმა წარმომაგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ ორშაბათს, 16 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება.
ვაშინგტონში განმარტავენ, რომ ახალი სანქციების შესაძლო დაწესების ერთ-ერთი მიზეზი მოსკოვის მიერ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

2 საათის წინ

თვალებახვეულ აკრობატს თავისი პარტნიორი ხელით ეჭირა და სხვადასხვა ნომრებს ასრულებდა. თუმცა, მოულოდნელად, აკრობატი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა, სადაც იმპროვიზირებული ცეცხლი ენთო. გოგონა წამოდგა და თქვა, რომ ის ნომერს კვლავ გაიმეორებდა, მაგრამ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126