"მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა"-ქედის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლა

"მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა"-ქედის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საერთაშორისო ფესტივალ - ფორუმის ,,მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა"-ს ფარგლებში, დღეს ქედის მუნიციპალიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობდა.

ტაილანდის, მონღოლეთის, ინდოეთის, რუსეთის, რუმინეთის, თათრეთის რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის, უზბეკეთის, ბულგარეთის, კანადის, უკრაინის, საქართველოს პატარა მონაწილეები, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, მერიის ეზოში ოფიციალური ცერემონიით უმასპინძლა. ანსამბლ,,ელესა"-ს ,,მრავალჟამიერმა" და ,,ბეთლემი"-ს სოლისტების მიერ შესრულებულმა ცეკვა ,,ქართულმა" სტუმრების აპლოდისმენტები დაიმსახურა. შეხვედრის დასასრულს, ლევან გორგილაძემ და დელეგატებმა სიმბოლურად საჩუქრები გაცვალეს.

ქუთაისში ნიშნულა ხაზების და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა მიმდინარეობს

ქუთაისში ნიშნულა ხაზების და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა მიმდინარეობს

1 საათის წინ

გზების მონიშვნის პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც დაესწრო, მისი თქმით ახალი სპეც ტექნიკა, რომელიც ქალაქის მერიამ გზების დასახაზად შეიძინა სამუშაოებს გაცილებით გაამარტივებს და საგზაო მონიშვნების არ არსებობის პრობლემა, საბოლოოდ...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052