ერევანში არეულობების შედეგად, 46 ადამიანი დაშავდა

ერევანში არეულობების შედეგად, 46 ადამიანი დაშავდა

ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, 46 პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.

დაშავებულთა შორის ექვსი პოლიციელია.

აღსანიშნავია, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პირველადი სამედცინო მომსახურების გაწევის შემდეგ ზოგიერთმა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ერევანში მასობრივი არეულობების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 13 აპრილის შემდეგ, ერევნის ცენტრში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენის სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. დღესვე აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. მანამდე, მომიტინგეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ.

44 დაღუპული და 20 დაკარგული - წყალდიდობა ნიგერიაში

44 დაღუპული და 20 დაკარგული - წყალდიდობა ნიგერიაში

4 წუთის წინ

მისი განმარტებით, წყალდიდობამ 500 სახლი გაანადგურა და ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი. როგორც მასარი აღნიშნავს, წყალდიდობის გამო შინაური ცხოველებიც დაიღუპნენ. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, წყალდიდობა 16 ივლისს, ღამით...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052