წყალტუბომ კატარელ ჟურნალისტებს უმასპინძლა

წყალტუბომ კატარელ ჟურნალისტებს უმასპინძლა

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ასევე, მოინახულეს რამდენიმე ლოკაცია: პრომეთეს მღვიმე, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, ბალნეო ცენტრები, წყალტუბოს პარკი, ქალაქის ძველი არქიტექტურა.

სტუმრებისთვის ფოლკროლულ ანსამბლთან ერთად იმერული სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა.

ჟურნალისტებს წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

"პრეს-ტურის მეშვეობით კატარის მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს წყალტუბოს შესახებ ცნობადობის გაზრდას. საინტერესოდ ჩაიარა კატარის ჟურნალისტებთან დაგეგმილმა ტურმა და ჩვენ ვაგრძლებეთ მუშაობას, რომ წყალტუბო გახდეს უფრო მეტად ცნობილი და მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნის წარმომდგენლებისთვის" - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სააკორიდნაციო ცენტრის დირექტორი სალომე ქუთათელაძე.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა წყალტუბოს გარდა თბილისი და რამდენიმე რეგიონი მოინახულეს. აღნიშნული ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქების შესახებ კატარის მედია მასალებს მოამზადებს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას ადგილობრივ მოსახლეობაში.

ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ

ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ

5 საათის წინ

სამი დასაქმებული უკვე დაიკითხა.მათი ინფორმაციით, სამართალდამცავები ძირითადად ინტერესდებოდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ შემთხვევის დროს და რომელ ცვლაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი სამთო ოსტატის მურთაზ არაბიძის თქმით, შემთხვევა მეოთხრ ცვლაში მოხდა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126