სლოვაკეთის შს მინისტრი თანამდებობის დაკავებიდან 3 კვირის შემდეგ გადადგა

სლოვაკეთის შს მინისტრი თანამდებობის დაკავებიდან 3 კვირის შემდეგ გადადგა

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომაშ დრუკერის განცხადებით, ის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Zeny Vmeste იუწყება. როგორც სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნულია, მან თანამდებობა 2018 წლის 22 მარტს დაიკავა.

"მე ვითხოვე პოლარიზაციის შემცირება და ტიბო გაზპერის (პოლიციის უფროსი) გათავისუფლება. ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში არ მაქვს უფლება, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. დავრჩე. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გადაყენების თაობაზე პრეზიდენტს თხოვნით მივმართო ", - განაცხადა დრუკერმა.
სლოვაკეთში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც 27 წლის ჟურნალისტი იან კუციაკი მოკლეს, რომელიც კორუფციულ საქმეს იძიებდა.
კუციაკი და მისი მეგობარი მარტინ კუშნიროვი 2018 წლის 25 თებერვალს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი სამსახურეობრივი საქმიანობის გამო მოკლეს. 

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

ნაგვის ტალღები დომინიკელთა რესპუბლიკაში (ვიდეო)

3 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 ტონა ნაგავი, რაც ძირითადად პლასტმასის მასაა, სანაპიროზეა გამორიყული. ადგილობრივები, აღნიშნული სანაპირო ზოლის გასუფთავებისათვის დახმარებას ითხოვენ.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072