ბრალდებულის შვილი: რადგან მკვლელის შვილი მეწოდება, თაკოს ბოლოჯერ ნახვის უფლებას მართმევენ

ბრალდებულის შვილი: რადგან მკვლელის შვილი მეწოდება, თაკოს ბოლოჯერ ნახვის უფლებას მართმევენ

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილი ლიკა ბაქრაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ ჩაიდინა მამამისმა ასეთი დანაშაული. მისი თქმით, ის და მოკლული ახლობლობდნენ. 

"ზუსტად რა მოხდა მაგ დეტალის გარკვევა მინდა, ასე რომ იყვნენ რატო ჩაიდინა. ასე რატო დამღუპა და რატო დაღუპა ის ბავშვი? 

მეც ასე გავიგე, ძალადობა შემირიგდიო, ერთად ვიყოთო და ამის გამო მოკვდა თაკოო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. ახლა როგორც გავიგე, ერთად იყვნენ ხელიც მოაწერეს 10 დღის წინ იუსტიციის სახლში და ამას რატო არ ამბობენ არ ვიცი, როცა ეს ფაქტი დევს, ერთად ცხოვრობდნენ, ურთიერთობა ჰქონდათ კარგი..

კითხვა იცით მე რა მაქვს? რატო მოხდა ეს? რა მიზეზით? მაგ კითხვაზე ვითხოვ მე პასუხს. რატომ გამიკეთა ჩემმა მამამ, როცა მშვენივრად იცოდა მე და თაკოს როგორი ურთიერთობა გქვონდა, ვახლობლობდით და ეს რატო გაგვიკეთა. ამ კითხვაზე მინდა პასუხი. 

ეს ხალხი ასე უაზროდ რატო მსჯის? ბოლოჯერ რომ დავინახო თაკო მაგის უფლებას რატო მართმევენ, მე რა შუაში ვარ? მე და თაკო ხო არაფერ შუაში ვართ? მაგს უფლება არ მაქვს რომ მე იქ ჩამიყვანონ? იმის გამო რომ მკვლელის შვილი მეწოდება მე იმის უფლება არ მაქვს რომ მე იქ ჩავიდე?", - განაცხადა ლიკა ბაქრაძემ. 

გერმანიის მთავრობამ კანონპროექტი - "საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა" დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ კანონპროექტი - "საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა" დაამტკიცა

5 წუთის წინ

"გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას ითვალისწინებს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებისა და თავშესაფრის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126