ვოლსკი პრეზიდენტზე:თუ უპასუხისმგებლო არ ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრეს "უდოზე" 6-ჯერ უარი?!

ვოლსკი პრეზიდენტზე:თუ უპასუხისმგებლო არ ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრეს "უდოზე" 6-ჯერ უარი?!

ვოლსკი: თუ უპასუხისმგებლო არ ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრეს "უდოზე" 6-ჯერ უარი? - ასე ეხმაურება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგს ვიცესპიკერი გია ვოლსკი.

"25 წლის გოგო, საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა!!! შეწყალება ზოგადად ჰუმანური აქტია და ვერც ყველაფერს გათვლი, მაგრამ გათვლას და შესწავლას საერთოდ რომ არ ჰქონია ადგილი ესაა შეუწყნარებელი!კაცი სასჯელს იხდიდა "ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის". თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრა "უდოს" კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, არა ერთხელ, რაც უკვე დამაფიქრებელია, არამედ ექვსჯერ!!! "ცანცარა" მინდიდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა!!" - წერს გია ვოლსკი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

თაკო ჩარკვიანი: მე პატრია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პატრია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

3 წუთის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126