ქუცნაშვილი: შეწყალებისას საჭიროა სკულპუროზული შესწავლა, რომ ჰუმანურობა ბოროტებით არ მოგიბრუნდეს

ქუცნაშვილი: შეწყალებისას საჭიროა სკულპუროზული შესწავლა, რომ ჰუმანურობა ბოროტებით არ მოგიბრუნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალებისას საჭიროა შემსწავლელმა ორგანოებმა საქმეები დეტალურად შეისწავლონ, რათა ჰუმანურობა ბოროტებით არ შემობრუნდეს.

როგორც ქუცნაშვილი „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, საჭიროა პიროვნების ფსიქო პორტრეტის შესწავლაც და შემსწავლელი კომისიების წინაშე ეს სირთულეც დგას.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლისთვის არ მიყურებია, რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ასეთ დამოკიდებულებას იჩენს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. ადამიანია და ფრთხილობს. ფრთხილობს იმის გამო, რომ ეს ჰუმანური აქტი შემოუტრიალდა, ბოროტების გზით. ბუნებრივია ამის გამო ნებისმიერი ადამიანი იფრთხილებდა. მის ამ გადაწყვეტილებას სიფრთხილით შევაფასებდი.

რაც შეეხება იმას, ჯერ პრეზიდენტმა შეიწყალა და მერე ეთქვა თუ არა სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან უდოს კომისიისთვის შეწყალების თხოვნა, თუ პირიქით, ამაზე ინფორმირებული არ ვარ. მე მაგ მიმართულებით არ ვმუშაობ. ზოგადად, მე ყოველთვის ჰუმანურობის მომხრე ვარ, მაგრამ ძალიან სკულპუროზული შესწავლაა საჭირო, რომ ჰუმანურობა ბოროტებაში არ მოგიბრუნდეს. ამისგან დაზღვეული არავინ არ ვართ. პიროვნების ფსიქო პორტრეტის ცოდნაა საჭირო, მოტივების ცოდნაა საჭირო. რატომ უნდა გათავისუფლდეს? შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ასეთი შეკითხვა როგორ უნდა დაისვას, ზოგს იმიტომ უნდა გათავისუფლება, რომ მერე შური იძიოს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

კითხვაზე, მსაჯვრდებული ალბათ არ იტყვის კომისიის წევრებთან, რომ შურისძიებას აპირებს, - დეპუტატი პასუხობს:

„ეგ არის მთელი საქმე, რომ ვთქვათ, შემსწავლელი ორგანოების წინაშე ეს სირთულეც დგას. გასაუბრება იქნება, დოკუმენტების შესწავლა, თუ დაკვირვების ანალიზი, ამოიცნო პიროვნების ფსიქო პორტრეტი, მიხვდე რატომ უნდა გათავისუფლება. ვიმეორებ, ამ შემთხვევაშიც მაღალია რისკი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „აიპრესთან“.

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემა დროებით შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი გამოძიების ინფორმაციით, მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

"ნაცმოძრაობას სისასტიკეები ჰქონდა, რაც ახალგაზრდულ ასაკს ახლავს, კადრებს ვერ დავუწუნებდით"

"ნაცმოძრაობას სისასტიკეები ჰქონდა, რაც ახალგაზრდულ ასაკს ახლავს, კადრებს ვერ დავუწუნებდით"

14 წუთის წინ

კითხვაზე, რამ მიიყვანა იმ გაერთიანებაში, სადაც დომინანტი ნაციონალური მოძრაობაა ჩარკვიანი პასუხობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ. "დამიკავშირდა ბატონი გრიგოლი [ვაშაძე], არც ვიცოდი რაზე იქნებოდა საუბარი. როცა ვისაუბრეთ, ძალიან შევცბი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126