ლორთქიფანიძე: სასტარტო კაპიტალის რეფორმა დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება

ლორთქიფანიძე: სასტარტო კაპიტალის რეფორმა დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება

"მცირე  და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალის სიმცირე დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას  წარმოადგენს", - ამის შესახებ განცხადება "ტერაბანკის" გენერალურმა დირექტორმა თეა ლორთქიფანიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაანონსებული სასტარტო კაპიტალის პროგრამა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება", - განაცხადა თეა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას, „ტერაბანკის“ გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული პრობლემა  საზოგადოებაში რეალურად არსებობს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქტიურად მივიღებთ რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ  ამ პრობლემის გადაჭრას შევუწყობთ ხელს", - განაცხადა თეა ლორთქიფანიძემ.

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

15 საათის წინ

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე ეკონომიკაში, ამას აქვს კონკრეტული პასუხები. 2011-2012 წლებში მოხდა, მნიშვნელოვან წილად არასამართლიანად, საგადასახდო დავალიანების დაგროვება, რამაც ბევრი გადამხდელი დატოვა რეალურად ეკონომიკის მიღმა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151