ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა

მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - ,,Caucasus Tourism Fair- CTF’18“, რომელიც ,,ექსპოჯორჯიაში“ გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაცილეობა - ამის შესახენ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, 12-14 აპრილს გამართულ გამოფენაში ზუგდიდი სხვადასხვა სახეობის ხეთნაკეთი ნივთებით იყო წარმოდგენილი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა.

საერთაშორისო გამოფენაში 7 ქვეყნიდან 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა საქართველოსთან ერთად, გერმანიამ, პოლონეთმა, რუსეთმა, ჩინეთმა, ტაილანდმა და თურქეთმა მიიღეს.

გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში, მოახდინოს შიდა ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია, ხელი შეუწყოს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარებას რეგიონში, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საერთაშორისო, ადგილობრივ და რეგიონულ ტურისტულ კომპანიებს, ავია და სატრანსპორტო სააგენტოებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე, მათთან შესახვედრად მოიწვიოს დარგით დაინტერესებული ვიზიტორები: საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კორპორატიული ტურიზმის მომხმარებლები.

გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, ზუგდიდის მუნიციალიტეტის კუთზე კი მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა კონსტანტინე წიფურიამ წარადგინ

ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ

ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ

5 საათის წინ

სამი დასაქმებული უკვე დაიკითხა.მათი ინფორმაციით, სამართალდამცავები ძირითადად ინტერესდებოდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ შემთხვევის დროს და რომელ ცვლაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი სამთო ოსტატის მურთაზ არაბიძის თქმით, შემთხვევა მეოთხრ ცვლაში მოხდა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126