"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება მიმდინარე თვეში მოხდება

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება მიმდინარე თვეში მოხდება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ინვესტორთა საბჭოსა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მხარეებისგან ორგანულ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოისმინა.

ოთარ დანელიას განცხადებით, შეხვედრაზე კანონპროექტის მიზნები და კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები განიხილეს.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. ინიცირებამდე, შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბანკების ასოციაციის და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორგანული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში მიმდინარე თვეში მოხდება.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040