სომხეთში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

სომხეთში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

ერევნის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენის სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ ინფორმაციას News.am-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. მანამდე, მომიტინგეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი საპარლამენტო ფრაქცია "ელკ"-ის ოპოზიციონერი დეპუტატი და ლიდერი, ნიკოლ პაშინიანია.
პოლიტიკოსმა მოითხოვა, რომ რადიოში პირდაპირი ეთერი მისცენ.

ასევე, დემონსტრანტებმა ერევნის ცენტრში რამდენიმე ქუჩა და გამზირი გადაკეტეს. სამართალდამცველებმა ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
დემონსტრანტები მეტროსადგურის მუშაობის შეფერხებასაც ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.

სომხეთის პოლიციამ მომიტინგეებს მოუწოდა, საზოგადოებრივი წესრიგი არ დაარღვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციის დაშლით იმუქრებიან. 

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

7 წუთის წინ

ესტონელი სამხედროების განცხადებით, ინციდენტი 16 ივლისს მოხდა. თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაახლოებით წუთი იმყოფებოდნენ. აღნიშნული შემთხვევის გამო, ესტონეთმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. "დღეს საგარეო საქმეთა...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052