ნათია გობაძე: შიშითა და ძალდატანებით მომაწერინა ხელი დოკუმენტზე

ნათია გობაძე: შიშითა და ძალდატანებით მომაწერინა ხელი დოკუმენტზე

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკლიშვილის დედა "აიპრესთან" საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით საბუთს ხელი მოაწერა. 

ნათია გობაძის თქმით, ის 30 მარტს ვეფხია ბაქრაძესთან ერთად, იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდა. გობაძე აცხადებს, რომ მას ყოფილი მეუღლე სისტემატურად აშანტაჟებდა და იძულებული იყო, მისი მოთხოვნები შეესრულებინა.

"30 მარტს ჩამისვა მანქანაში, შიშით, ძალდატანებით, ფსიქიკური ზემოქმედებით მაიძულა ხელი მომეწერა მისთვის. ეს რომ არ გამეკეთებინა, ამით ვერ დავიცავდი ჩემ შვილებსა და ოჯახს. მინდოდა ამ ნაბიჯებით მშვიდად მომეგვარებინა პრობლემა.

თუ წინააღმდეგობას გამიწევ, გაგამწარებო, სულ მემუქრებოდა. ხელის მოწერაზე ამიტომ დავთანხმდი, იძულებული ვიყავი, მეტი გზა არ მქონდა.
რაც შეეხება შეწყალების თხოვნით მიმართვას, მისმა შვილმა ლიკამ წამიყვანა, რაღაც საბუთს მოვაწერე ხელი, ლიკა სოციალური შემწეობის მისაღებად საბუთებს აგროვებდა და მეგონა ამით დავეხმარებოდი.

ვეფხიამ ციხიდან დამირეკა, მე ვუთხარი ამ საბუთს მხოლოდ იმიტომ ვაწერ ხელს, რომ ლიკას დავეხმარო და არა შენს გამო მეთქი. კარგი მაშინ, ციხიდან რომ გამოვალ არც მე გაგითვალისწინებო, მუქარა შემისრულა და შვილი მომიკლა",- აცხადებს "აიპრესთან" ნათია გობაძე.

დიმიტრი ქუმსიშვილი ინგა გრიგოლიას: ადვოკატებს დისკრედიტაციას უწევთ

დიმიტრი ქუმსიშვილი ინგა გრიგოლიას: ადვოკატებს დისკრედიტაციას უწევთ

38 წუთის წინ

"მე იქ რა კონკრეტულ კითხვებზეც გავეცი პასუხი, რა შეგრძნებებიც გამაჩნია და რა ლოგიკური მსჯელობის უნარიც გამაჩნია, ეს არ არის კითხვები, რომელიც პირდაპირ ჩემტან არის დაკავშირებული. თქვენი ნებართვით თუ შეიძლება გავიხუმრებ, თქვენ ახლა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126