პრეზიდენტი: უდომ მას შემდეგ უთხრა ვეფხვია ბაქრაძეს უარი, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი

პრეზიდენტი: უდომ მას შემდეგ უთხრა ვეფხვია ბაქრაძეს უარი, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი

"ჩვენ ვერ გვექნებოდა ვეფხვია ბაქრაძეზე უდოს მიერ 6-ჯერ ნათქვამ უარზე ინფორმაცია, რადგან ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ მას სასჯელი გავუნახევრეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების კომისიას 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულზე ვეფხვია ბაქრაძეზე ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დადებითი დასკვნა ჰქონდა. 

აქვე, პრეზიდენტს აქვს კითხვა, თუ უდოს ბაქრაძეზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა, რატომ არ იცოდა ეს შეწყალების კომისიამ. 

"თუ უდოს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გქვონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა ჩვენ დადებითი დასკვნა, როცა თურმე უდოს ჰქონდა უარყოფითი დასკვნა. ჩვენ ხომ ვემყარებით იმ წყაროებს, რომელსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ -ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის დასკვნას. თუ ეს უდომ იცოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია?", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 
 

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072