ჯეიმს პალოტა: "რომა" ალისონის გაყიდვას არ აპირებს

ჯეიმს პალოტა: "რომა" ალისონის გაყიდვას არ აპირებს

იტალიური "რომას" პრეზიდენტის, ჯეიმს პალოტას განცხადებით, ისინი ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის გაყიდვას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არ აპირებენ.

"არ მესმის, რატომ მეკითხება ხალხი ისევ, დარჩება თუ არა ალისონი ჩვენთან მომდევნო სეზონშიც. ჩვენ არ ვაპირებთ მის გაყიდვას. არაფრის გულისთვის. როცა ვიყიდეთ ის, ვიცოდით, რომ ის შესანიშნავი მეკარეა. ჩვენ მას არ გავყიდით", - განაცხადა პალოტამ.

ალისონი "რომას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. 25 წლის მეკარეს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მეკარის ყიდვით "პსჟ", "რეალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულები. 

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

12 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072