სტოლტენბერგი: თურქეთს უფლება აქვს, რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-400 არ შეიძინოს

სტოლტენბერგი: თურქეთს უფლება აქვს, რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-400 არ შეიძინოს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთს უფლება აქვს, რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-400 არ შეიძინოს. თურქული ტელეარხ NTV- ის ცნობით, ამის შესახებ მან ანკარაში ვიზიტისას განაცხადა.

"სამხედრო აღჭურვილობის შეძენა და გაყიდვა ქვეყნის გადაწყვეტილებაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აშშ-სთან Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის ზაფხულში ანკარას S-400 კომპლექსს მიაწვდიან. "როსტეხის" გენერალური დირექტორის სერგეი ჩემეზოვის განცხადებით, კონტრაქტის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს აღემატება.
აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის ლიდერი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი S-400-ის მიწოდების გადადებაზე შეთანხმდნენ. 

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

The America's Got Talent-ში ნომრის შესრულებისას აკრობატი ჩამოვარდა (ვიდეო)

3 საათის წინ

თვალებახვეულ აკრობატს თავისი პარტნიორი ხელით ეჭირა და სხვადასხვა ნომრებს ასრულებდა. თუმცა, მოულოდნელად, აკრობატი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა, სადაც იმპროვიზირებული ცეცხლი ენთო. გოგონა წამოდგა და თქვა, რომ ის ნომერს კვლავ გაიმეორებდა, მაგრამ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126