პრეზიდენტი: დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემას

პრეზიდენტი: დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემას

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემა დროებით შეწყდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან 25 წლის გოგოს მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კომისიამ მან ბრალდებულის, მოკლული გოგოს მამინაცლვის სრული გათავისუფლების თაობაზე მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა სასჯელი მხოლოდ გაანახევრა. 

"მე მაინც რომ არ გამენახევრებინა და ეს 6, თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით საქმე, რა იყო შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვავთ როგორც ამ მოვლენას, ასვე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ, ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს, იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწაყლების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან. შეწყალების პროცესი, რომელიც თავისთავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გავძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა ამან მოგვცეს უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა, ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლო ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების პროცესს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

3 საათის წინ

„ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია სტაბილური შემოსავალი,წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172