პრეზიდენტი ვეფხვია ბაქრაძეზე: მას ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დადებითი დასკვა ჰქონდა

პრეზიდენტი ვეფხვია ბაქრაძეზე: მას ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დადებითი დასკვა ჰქონდა

25 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული მამინაცვალი 2017 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა, სწორედ ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. 

"2014 წლის აგვისტოში, ამ შემთხვეაში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მისი მეუღლის მიმართ, თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4 თვენახევრის შემდეგ, დეკმბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი.

მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი. რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი ინსპექტორის განყოფილების დადებით დასკვნას და ასევე სამდიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. 

თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და და იმ ფაქტის აღწერა რომ იგი 4 შვილის მამაა იყო. 

აქვე დავამატებ რომ აქვე ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი ინგა გრიგოლიას: ადვოკატებს დისკრედიტაციას უწევთ

დიმიტრი ქუმსიშვილი ინგა გრიგოლიას: ადვოკატებს დისკრედიტაციას უწევთ

37 წუთის წინ

"მე იქ რა კონკრეტულ კითხვებზეც გავეცი პასუხი, რა შეგრძნებებიც გამაჩნია და რა ლოგიკური მსჯელობის უნარიც გამაჩნია, ეს არ არის კითხვები, რომელიც პირდაპირ ჩემტან არის დაკავშირებული. თქვენი ნებართვით თუ შეიძლება გავიხუმრებ, თქვენ ახლა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126