"თიბისი ბანკის" დირექტორის მოადგილე: ფინანსთა მინისტრმა  პოზიტიური ინიციატივები გააჟღერა

"თიბისი ბანკის" დირექტორის მოადგილე: ფინანსთა მინისტრმა პოზიტიური ინიციატივები გააჟღერა

"გვქონდა ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული საუბარი მთავრობის ინიციატივებთან მიმართებაში. მათ შორის სტარტაპებთან მიმართებაში. გავაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით დაახლოებით მაისის პირველ დეკადაში უფრო მეტი დეტალის გასაზიარებლად", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტთან მამუკა ბახტაძესა და საბანკო სექტორს შორის დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ არის ძალიან ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით, ეს იქნება კორპორატიული მართვა, მენეჯმენტის ხარისხი, გამჭვირვალეობა, ზრდა.

მაგალითისთვის, ჩვენ ციფრებიც გვქონდა, მარტო შარშან მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორზე საბანკო სექტორი გაიზარდა 21%-ით. პროცენტები წამოღებული გვქონდა და 2012 წელს მცირე და საშუალო სექტორზე პროცენტები იყო 15%, შარშან 10%. ბუნებრივია, როცა ვხედავთ ასეთი ტიპის ზრდას, ასეთი ტიპის კლებას საბანკო პროცენტზე, რომელია სხვა სექტორი, რომელიც შეედრება ან გამჭვირვალობით, ან ზრდით, ან ასეთი ხელშეწყობით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ინიციატივები, რაც ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა, განსაკუთრებით სტარტაპების მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.

მაგალითისთვის, იგივე მსოფლიო ბანკის რეპორტში სესხის აღების შესაძლებლობაში ჩვენ ვართ 44-ე ადგილზე ლიტვის წინ, მაგრამ რაც შეეხება კაპიტალის მიღწევადობის მაჩვენებელს, ვართ 131-ე ადგილზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ინიციატივები საქართველოში კიდევ უფრო გააადვილებს ფინანსებზე საზოგადოდ ხელმისაწვდომობას. ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არქონა დღეს არის ბანკების ბრალი.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ის ინიციატივები, რაც მინისტრმა გააჟღერა, არის ძალიან პოზიტიური და მივესალმები. საბანკო სესხები არის ეკონომიკის 55%", - განაცხადა შაგიძემ.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

8 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126