გვასალია ჟურნალისტებს:არის თუ არა საბანკო სექტორი ეკონომიკის მუხრუჭი,პროფილაქტიკაში იკითხეთ

გვასალია ჟურნალისტებს:არის თუ არა საბანკო სექტორი ეკონომიკის მუხრუჭი,პროფილაქტიკაში იკითხეთ

ფინანსთა სამინისტროში დასრულდა შეხვედრა საქართველოში არსებულ საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და ფინანსთა მინისტრს შორის, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ამ შეხვედრის შინაარსი ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან საბანკო სექტორთან ერთად.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, "რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკისთვის მუხრუჭია, არის თუ არა ასე?", - გვასალია, პასუხობს, რომ

"არის თუ არა მუხრუჭი, მიდით და ეს პროფილაქტიკაში იკითხეთ. 90-ჯერ გითხარით, რომ ფინანსთა მინისტრმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საბანკო სექტორის სესხებით მცირე ბიზნესის ფორმირება არის შეუძლებელი და ეს არ ხდება არსად, რომ სტარტაპები დაფინანსდნენ საბანკო სესხებით. სტარტაპებს სჭირდება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა და სწორედ ამაზე იყო საუბარი. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება სტარტაპების დაფინანსება საბანკო სექტორით. გამომდინარე აქედან, ახალი ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც სტარტაპების მცირე ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა შეიქმნას, საბანკო სესხებით ამის შექმნა არის წარმოუდგენელი.

რაც შეეხება შეხვედრას, საუბარი იყო იმ დაანონსებულ პროექტზე, რომელიც ბიზნესისთვის სერიოზული მხარდაჭერაა. უნდა შეიქმნას ის გარემო, რომლითაც ბევრი ეკონომიკური სუბიექტი გაჩნდება სწორედ მცირე ბიზნესის სახით. სწორედ ამ დეტალებზე იყო საუბარი, რომელიც სამომავლოდ გამოიხატება იმ პერსპექტივაში, რომელსაც საბანკო სექტორმა სახელმწიფოს მხარდაჭერით და ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, უნდა შეძლოს ამ პრობლემის გადაჭრა.

საუბარი იყო ჭარბვალიანობაზე, ამ პრობლემამ უკვე მიიღო ის კონტურები, როდესაც სახელმწიფომ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილში მყოფი ბევრი მეწარმე და ფიზიკური პირი, რომელთა შემოსავალი მათი საქმიანობიდან გამომდინარე უცნობია, სწორედ აქედან არის ეს ჭარბვალიანობის მასშტაბები, რომელიც შეიძლება ქვეყანაში გამოისახოს და ამას უნდა ებრძოლოს სახელმწიფო, საბანკო სექტორი", - განაცხადა გვასალიამ.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

8 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126