დაბა ხულოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის

დაბა ხულოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის

დაბა ხულოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის, როგორც ადგილობრივები „აიპრესთან“ საუბრისას ყვებიან, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და რაც მიეწოდებათ ისიც სასმელად უვარგისია. ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემა დიდი აწუხებთ. 

ხულოს მერიაში კი განაცხადეს, რომ პრობლემა მათთვის კარგადაა ცნობილი, ხულოს მერის გოჩა მელაძის ინფორმაციით საკითხთან დაკავშირებით უკვე მუშაობენ და მსგავსი მიმართულებით მერიამ არაერთი ღონისძიება გაატარა. ხულოს მერის ინფორმაციით აღნიშნული პრობლემა არამხოლოდ დაბა ხულოს, არამედ მიმდებარე სოფლებსაც აწუხებთ. 

„გასულ წელს უკვე დასრულდა ნეგოიანიდან 800 ათასიანი პროექტი, უკვე ბოლო ეტაპზეა პრაქტიკულად უკვე ტესტურ რეჟიმზეა, წელს უკვე აღნიშნული სამუშაოები სრულდება, თოვლის დნობასთან ერთდ, იცით, რომ ეხლა იქ სამუშაოების წარმოება შეუძლებელია რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს, სპეციალისტები მუშაობენ, ამიტომ ეტაპობრივად განხორციელდება სრული რეაბილიტაცია, რომ მოსახლეობამ მიიღოს იმ ხარისხის წყალი. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ დაყენებულია საფილტრი, გამწმენდი.

რეალურად ეს გამოწვევა ყველასთვის ცნობილია ამ მიმართულებით არაერთი თანხა დაიხარჯა გასული წლების განმავლობაში სამწუხაროდ ეს არის ჩვენთვის უმძიმესი მემკვიდრეობა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ არამხოლოდ დაბაში არამედ მიმდებარე სოფლებშიც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს სასმელი წყლის პრობლემა ამიტომ ეტაპობრივად განხორციელდება ჯერ პროექტების შეძენა და ამის შემდეგ მათი რეალიზაცია და სისრულეში მოყვანა.“ განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ

ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ

5 საათის წინ

სამი დასაქმებული უკვე დაიკითხა.მათი ინფორმაციით, სამართალდამცავები ძირითადად ინტერესდებოდნენ, თუ სად იმყოფებოდნენ შემთხვევის დროს და რომელ ცვლაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი სამთო ოსტატის მურთაზ არაბიძის თქმით, შემთხვევა მეოთხრ ცვლაში მოხდა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126