"ბოკა ხუნიორსი" ჯიჯი ბუფონს 6-თვიან კონტრაქტს სთავაზობს

"ბოკა ხუნიორსი" ჯიჯი ბუფონს 6-თვიან კონტრაქტს სთავაზობს

არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" იტალიური "იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Radio Continental ავრცელებს.

40 წლის ჯიჯი ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს, მან არაერთხელ განაცხადა, რომ წელს შესაძლოა კარიერა დაასრულოს, ამიტომ არგენტინული გრანდი მას 6 თვიან კონტრაქტს სთავაზობს. ბუენოს აიერსში დაგეგმილი ლიბერტადორესის ფლეი ოფში არგენტინელებს ბუფონის დახმარება სჭირდებათ.

კლუბი ფიქრობს, რომ იტალიელ ლეგენდას ამაში მისი ყოფილი თანაგუნდელი, თავდამსხმელი კარლოს ტევესი დაარწმუნებს, რომელიც ახლა "ბოკასთვის" ირჯება.

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

12 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072