ყვარელში ილიას ტბასთან სახელმწიფო უძრავ ქონებას სასტუმროს ასაშენებლად ყიდის

ყვარელში ილიას ტბასთან სახელმწიფო უძრავ ქონებას სასტუმროს ასაშენებლად ყიდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს "50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომლის მიზანია ინვესტორებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ ყვარელში,  ილიას  ტბის  მიმდებარედ  არსებული 29 962  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიცია,  40 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და  40 ადამიანის დასაქმება.

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

55 წუთის წინ

19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler)...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040