ემანუელ მაკრონი: სირიაში განხორციელებული ავიაიერიშები სრულიად ლეგიტიმურია

ემანუელ მაკრონი: სირიაში განხორციელებული ავიაიერიშები სრულიად ლეგიტიმურია

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, მისმა ამერიკელმა კოლეგა დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე პოზიცია შეიცვალა. ამის შესახებ მან BFM TV- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის ტრამპს სირიაში იერიშების განხორციელებამდე ტელეფონით ესაუბრა. "ჩვენ დავრწმუნდით, რომ საჭიროა ჯარებმა ტერიტორია დატოვონ", - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიაში სარაკეტო დარტყმებს "სრულიად ლეგიტიმური" უწოდა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ორ სხვა მუდმივ წევრთან ერთად მოქმედებდა. 

აპრილის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იგი სირიიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. როგორც ტრამპმა განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მისია "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება იყო.
მოგვიანებით, ტელეარხი NBC წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტრამპი მზადაა, სირია ამერიკის სამხედრო კონტინგენტმა დატოვოს. 

შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. ქვეყნებმა 100-მდე რაკეტა გაუშვეს იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი ინახებოდა, ვითარდებოდა და მზადდებოდა. თავდასხმის საფუძველი სირიის ქალაქ დუმაში ბაშარ ასადის ჯარის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება იყო.

როგორც პენტაგონში განმარტავენ, საჰაერო იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, სირიის ანტისარაკეტო სისტემა ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ვერცერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ესტონეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

9 წუთის წინ

ესტონელი სამხედროების განცხადებით, ინციდენტი 16 ივლისს მოხდა. თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაახლოებით წუთი იმყოფებოდნენ. აღნიშნული შემთხვევის გამო, ესტონეთმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. "დღეს საგარეო საქმეთა...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052