მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონის ტიტული 28-ედ მოიგო

მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონის ტიტული 28-ედ მოიგო

გერმანიის ჩემპიონის ტიტული, ზედიზედ მეექვსეჯერ მიუნხენის "ბაიერნმა" მოიპოვა, ისტორიაში კი ეს, ბავარიელებისთვის 28-ე  საჩემპიონო ტიტულია.

იუპ ჰაინკესის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე "გლადბახი" 5:1 გაანადგურეს და უახლოეს მდევარ "შალკესთან" 20 ქულიანი სხვაობა აქვთ.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ინტრიგა შემორჩენილი ევროზონის ადგილებზეა. დარჩენილ ხუთ ტურში შესაძლებელია, რომ ევროპის ლიგაზე გამსვლელთა ვინაობაც კი შეიცვალოს, ამიტომ ინტრიგა ამ ზონაში ისევ რჩება.

რაც შეეხება "ბაიერნს", ბავარიელებს ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ გადატანილი, სადაც ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" გაარკვევენ ურთიერთობას.

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

12 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072