"საქართველოს გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი და კრიტიკულია, რათა ეკონომიკა გარე შოკებისგან დაიცვას"

"საქართველოს გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი და კრიტიკულია, რათა ეკონომიკა გარე შოკებისგან დაიცვას"

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ  ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინიმ განაცხადა.

"ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვაცხადებთ, რომ შეთანხმება მიღწეულია მეორე მიმოხილვის, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში. მეორე მიმოხილვა ჩატარდა 2017 წლის დეკემბერში და ჩვენი საბჭო განიხილავს ამ საქმეს 2018 წლის ივნისში და შესაბამისად, 43 მილიონი დოლარი გამოიყოფა 130 მილიონიდან ამ პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის ფუნქციონირება არის დამაკმაყოფილებელი, რაოდენობრივი მაჩვენებლები 2017 წლის ბოლოსთვის შესრულებული იყო რეფორმის ფარგლებში.

კარგად მიმდინარეობს სტრუქტურული მაჩვენებლები, რომლებიც ხორციელდებოდა 2017 წლის ბოლოსთვის. 2017 წელს ზრდა იმაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის დასაწყისში იყო განსაზღვრული პროგნოზის სახით და მნიშვნელოვანი შემცირება არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში.

ექსპორტიდან და ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია, ასევე მატებაა ფულადი გზავნილების კუთხით და საშუალო ვადიან პერიოდში მდგრადი იქნება საქართველოს ეკონომიკური რეფორმები, რაც მხარს დაუჭერს უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რითაც გაძლიერდება კერძო ინვესტიციები და კონკურენტუნარიანობა.

ჩვენ ველით, რომ ფისკალური პროგრამები განხორციელდება და გაგრძელდება და მივესალმებით ხელისუფლების პროგრამას, რომ გაძლიერდეს ფისკალური ჩარჩოს სისტემა, ასევე შემოსავლების ადმინისტრირება და ფისკალური რისკების კონტროლი.

მონეტარული სიტუაცია ადექვატურია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი და კრიტიკულია იმისათვის, რომ ეკონომიკა გარე შოკებისგან დაიცვას. მცურავ კურსზეა საუბარი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსურ მდგრადობას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, მოწყვლადი მოსახლეობის დაცვას. შესაბამისი ინსტრუქციები გაიწერება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, რომ სწორი მიმართულებით წავიდეს რისკის მართვა და დოლარიზაციის დონე შემცირდეს საქართველოში. 

 

პოზიტიური განვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ სტრუქტურული რეფორმები განხორციელდეს, ეს აუცილებელია ძლიერი და უფრო ინკლუზიური ზრდისთვის. განგრძობითი რეფორმების განხორციელება აუცილებელი და გადამწყვეტი იქნება კერძო სექტორის განვითარებისთვის, შემოსავლების ზრდისთვის და სიღარიბის დაძლევისთვის. პრიორიტეტები გულისხმობს ინვესტიციების გაძლიერებას, ბიზნესგარემოს და მმართველობის სიტემის გაუმჯობესებას, განათლების სიტემის რეფორმას. მინდა", - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინიმ.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

20 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072