ბახტაძე: ვიზიარებ ექსპერტების მოსაზრებას, რომ საზოგადოებაში ჭარბი ვალიანობის პრობლემაა

ბახტაძე: ვიზიარებ ექსპერტების მოსაზრებას, რომ საზოგადოებაში ჭარბი ვალიანობის პრობლემაა

„სრულიად ვიზიარებ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებაში ჭარბი ვალიანობის პრობლემაზე“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტენდენცია 2008 წლიდან დაიწყო. 

„მოხდა ისე, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა.
2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანნმდებლობა, რომელმაც გარკვეულწილად უნდა დააბალანსოს ჭარბვალიანობა მოსახლეობაში, მაგრამ ეს ღონისძიებები საკმარისი თუ არ იქნება, რა თქმა უნდა კანონი აუცლებლად გამკაცრდება წელსვე. 

ზოგადად, რომ შევხედოთ საბაზრო ეკონომიკაში საბანკო სისტემა არის მთავარი ენერგიისა და სისხლის მიმცემი მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომ მათ თავის მხრივ განავითარონ რეალური ეკონომიკა, შექმნან დოვლათი. მაგრამ, იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება ამ პრიორიტეტების აღრევა, და იმის მაგივრად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი და სიცოცხლისუნარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტის ავტორი, მეწარმეების ინტერესი, ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისათვის. ეს არის ძალიან მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა და საზოგადოებაში ეს განცდაა სწრაფი სესხების შემთხვევაში. ეს არის ამავე დროს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამ გამოწვევას სჭირდება ადეკვატური რეაგირება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. 

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ანალოგიურად უყურებს ამ პრობლემას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ეთერში. 

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072