ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სირიაში იერიშების განხორციელების მიზანი რეჟიმის შეცვლა არ არის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სირიაში იერიშების განხორციელების მიზანი რეჟიმის შეცვლა არ არის

სირიაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი ავიაიერიშები ქიმიური იარაღის შენახვასა და წარმოებას უკავშირდება, საჰაერო დარტყმები ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისკენ მიზანმიმართული არ არის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვა, რომ ეს სირიაში რეჟიმის შეცვლის მცდელობა არ არის", - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე.
როგორც მან აღნიშნა, კოალიციამ აღნიშნული ნაბიჯები იმისთვის გადადგა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება შეწყდეს.
შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში საავიაციო და საზღვაო ფლოტიდან 100-მდე რაკეტა გაუშვეს იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ ქიმიური იარაღი ინახებოდა, ვითარდებოდა და მზადდებოდა. თავდასხმის საფუძველი სირიის ქალაქ დუმაში ბაშარ ასადის ჯარის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება იყო.

როგორც პენტაგონში განმარტავენ, საჰაერო იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, სირიის ანტისარაკეტო სისტემა ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ვერცერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.
როგორც გენერალური შტაბის უფროსმა ჟოზეფ დანფორდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თავდასხმები დამასკოს სამეცნიერო ცენტრზე, ქიმიური იარაღის საწყობსა და ერთ-ერთ სამიზნეზე განხორციელდა. ოფიციალურ დამასკოში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად სამეცნიერო ცენტრის შენობის კომპლექსი დაზიანდა.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ''კარგი დასაწყისი'' უწოდა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ''კარგი დასაწყისი'' უწოდა

16 წუთის წინ

ერთ-ერთი ჟურნალისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპს ჰკითხა, თუ როგორ ჩატარდა მოლაპარაკებები. ტრამპის თქმით, ეს კარგი დასაწყისი" იყო. ცოტა ხნის წინ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს შორის...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040