დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი. პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც მატება 20 პროცენტს აღემატება.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე რეფორმებზე და ა.შ. პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.

"სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

20 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072