"ყველა მსხვილ პროექტზე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან"

"ყველა მსხვილ პროექტზე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან"

"ყველა საეთაშორისო მსხვილ პროექტზე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. ჩვენ 1 წელში შევამცირეთ ფისკალური დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ ნიშნულზე, რომელიც ჯანსაღია, რომელიც მიუთითებს იმას რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში ძალიან სტაბილური, მაკროეკონომიკური ატმოსფეროს გარანტი. ჩვენი და ბევრი ექსპერტის შეფასებით, პროგრამა არის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ  ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

"მინდა რამდენიმე სტატისტიკა მოგაწოდოთ, რომელიც კარგად ასახავს პროგრესს რომელიც მივიღეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,  მიმდინარე ხარჯები 26%-დან შემცირდა 24.6%-მდე, 2018-ში გათვალისწინებულია კიდევ უფრო მეტი შემცირება, 23.9%-მდე შემცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ზომის შემცირება ეკონომიკაში არის ძალიან კარგი ტენდენცია და ეს ტრენდი გაგრძელდება.

მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯების ათვისება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით. პრაქტიკულად გასულ წელს და მიმდინარე წელს დაიწყო, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ესაა რიკოთის მონაკვეთის 4-ვე სექცია, სამხრეთის მაგისტრალის რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით. საქართველოდან უპრეცენდენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობების და გვირაბები ნატახტარი - ყაზბეგი და ქუთაისი მესტიიც მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

20 საათის წინ

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072