მამუკა ბახტაძე: მიხეილ სააკაშვილს სურს ნგრევა, ჩვენ გვსურს შენება და განვითარება

მამუკა ბახტაძე: მიხეილ სააკაშვილს სურს ნგრევა, ჩვენ გვსურს შენება და განვითარება

„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება დიდი ინტერესით სარგებლობდეს მოსახლეობის დიდ ნაწილში“, - ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საბანკო სექტორთან დაკავშირებით.

„ჩვენს განცხადებებს შორის სხვაობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს ნგრევა და ჩვენ გვსურს შენება და განვითარება. ჩვენ გვსურს ეკონომიკის ტრანსფორმაცია, და ისეთი სამართლიანი თამაშის წესების დადგენა, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. 2012 წლის შემდეგ ბანკების საერთო აქტივები 3-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა 30 მილიარდზე მეტია. ამავე დროს ბანკების სუფთა მოგება 136 მილიონიდან 900 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

სააკაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით, ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ქვეყანაში მაღალი საბანკო განაკვეთია და ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალე. 

"საქართველოში არ არის ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე",- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 

მაჭავარიანი: არავისი მეშინია, მაქვს ჩემი მოწიწება, შიში, რისი რწმენაც მამოძრავებს და აზრს აძლევს ცხოვრებას

მაჭავარიანი: არავისი მეშინია, მაქვს ჩემი მოწიწება, შიში, რისი რწმენაც მამოძრავებს და აზრს აძლევს ცხოვრებას

1 წუთის წინ

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ომბუდსმენს მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით მიმართა და განაცხადა, რომ ის და ობუდსმენი არასდროს ყოფილან თანამოაზრეები, თუმცა მან სახალხო დამცველი პოსტზე ნინო ლომჯარიას კანიდიდატურას მხარი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126